
გივი თარგამაძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ამხელს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მორიგი პროვოკაციის მოწყობისთვის ემზადება, რაც დე ფაქტო პრეზიდენტზე ედუარდ კოკოითზე თავდასხმას და მისი ლიკვიდაციის მცდელობას ითვალისწინებს.
„დე ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმის ინსცენირებას უნდა მოჰყვეს ქართულ სოფლებზე თავდასხმა და მათი გაწმენდა ქართველი მოსახლეობისგან, რაც არ მოხდება. მინდა გავაფრთხილო დე ფაქტო ხელისუფლება, რომ მათი გეგმა გაშიფრულია და არ ღირს ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ქმედება მოჰყვეა ქართული მხრიდან, ჩვენი მოსახლეობა იქ ყველანაირად დაცულია“, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გივი თარგამაძემ.
მისი თქმით, ამ კვირაში დაგეგმილია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმ მოსახლეობის პირველი ნაკადის დაბრუნება, რომელბმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს(1989-91 წლები) დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი სახლები. „ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – დასძინა თარგამაძემ.