We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა და გიორგი ბარამიძე მოსკოვში გაემგზავრნენ

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავა და  თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრნენ. ისინი შეხვედრებს გამართავენ რუსეთის  თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


მოსკოვში ვიზიტის დროს რუსულ მხარესთან განხილული იქნება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული ვითარება, ასევე საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო  ბაზების გაყვანის საკითხი.


საქართველოს დელეგაცია მოსკოვიდან 11 აგვისტოს დაბრუნდება. 

Back to top button