ახალი ამბები

ჯარში გაწვევა სავალდებული იქნება

პარლამენტი უახლოეს მომავალში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ყველა პირისთვის სავალდებულო გახდება ჯარში წასვლა.


„შეღავათები აღარ იარსებებს, ჯარში გაწვევა ყველასთვის სავალდებულო იქნება. საქართველო არ იწყებს ომს, მაგრამ საჭიროა ელემენტარული სამხედრო მომზადება“, –  განაცხადა დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა იაღლუჯის სამხედრო პოლიგონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც 15-მდე დაპუტატმა სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.


მაჭავარიანის თქმით, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ სამხედრო სამსახური ერთწლიანი გახდება, სტუდენტებისთვის კი ექვსთვიანი. აღარ იარსებებს გადასახადი 200 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის შემთხვევაში პირი სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებოდა. ასევე გაუქმდება უმაღლეს სასწავლებელბში სამხედრო კათედრები.

მსგავსი/Related

Back to top button