ახალი ამბები

სამხედრო-საზღვაო წვრთნებს „ბლექსიფორს“ საქართველო უხელმძღვანელებს

სამხედრო-საზღვაო წვრთნებს „ბლექსიფორს“ დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს. დღეს ბათუმში გამართულ სამხედრო-საზღვაო წვრთნების დაწყების ცერემონიალზე „ბლექსიფორის“ მოქმედი სარდალი, ბულგარეთის წარმომადგენელი გიორგი გიორგიევი წვრთნების სარდლობას ქართულ მხარეს პირადად გადააბარებს.


საქართველო წვრთნებს პირველად უხელმძღვანელებს. ბათუმში განთავსდება „ბლექსიფორის“ ოპერატიული შტაბი, რომელსაც ადმირალი გენადი ხაიდაროვი უხელმძღვანელებს.


12 აგვისტოს წვრთნებში მონაწილე  ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი) საზღვაო ხომალდები ზღვაში გავლენ და ერთობლივ სწავლებას გამართავენ.


წვრთნების ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის ნავსადგურ ნოვოროსიისკში და უკრაინის საზღვაო ნავსადგურ სევასტოპოლში შესვლა და იქ საზღვაო მანევრირების ჩატარება. სამხედრო-საზღვაო წვრთნები 28 აგვისტოს დასრულდება.


„ბლექსიფორის“ წვრთნების მიზანია შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო ოპერაციები. აღნიშნული სწავლებები ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება.

Back to top button