ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სამხედრო წვრთნებს ატარებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში, 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა სამხედრო წვრთნები გაიარეს. პირველად სამხედრო წვრთნებში გამოყენებულ იქნა სამხედრო ვერტმფრენები.


სამხედრო წვრთნებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც დაესწრო. “სამხედრო წვრთნების ჩატარება საჭიროა, რათა მზად ვიყოთ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასაცავად“, განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.


ჯავის რაიონში სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.


ჯავის რაიონში სამხედრო წვრთნები უკვე მეორედ ტარდება. პირველად სამხერთ ოსურმა მხარემ წრთვნები ივნისის თვეში მოაწყო, სადაც მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო დანაყოფებთან ერთად რუსებმა, კაზაკებმა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან  ჩამოსულმა  მოხალისეებმაც მიიღეს. 


 

Back to top button