ახალი ამბები

რუსეთი მზადაა დაიცვას თანამოქალაქეები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთი აცხადებს მზდყოფნას დაიცვას საკუთარი თანამოქალაქეები, რომლებიც საკურორტო სეზონს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ატარებენ.


ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “აფხაზეთი არა საკურორტო, არამედ კონფლიქტის ზონაა”.


“ასეთი განცხადებებით, რომელიც ტურისტული სეზონის ჩაშლასა და აფხაზეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად,  ქართული მხარე ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას რეგიონში. ამას გარდა ზიანი ადგება აფხაზურ მოსახლეობას, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს ზაფხულის საკურორტო სეზონი წარმოადგენს. არადა საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთი მისი ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანას უწესებს სანქციებს და ამყოფებს ბლოკადაში”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაში.
 

Back to top button