ახალი ამბები

ზურაბ ნოღაიდელი: ახალი “საგადასახადო კოდექსის” საბოლოო პროექტი მომავალ კვირას იქნება მზად

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას მოეწყობა ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოო პროექტის პრეზენტაცია, რომელზეც მუშაობა ფაქტიურად დამთავრებულია.


“ჩვენი მიზანია, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტი პარლამენტმა სექტემბრისათვის დაამტკიცოს, რათა 2005 წლის ბიუჯეტის ფომირება ახალ საგადასახადო სისტემაზე დაყრდნობით მოხდეს”, განუცხადა ნოღაიდელმა პარლამენტარებს.


მისი თქმით, სავალუტო ფონდი, რომლის მისიაც პაოლო ნეოჰაუსის ხელმძღვანელობით 23 ივლის-3 აგვისტოს საქართველოში იმყოფებოდა და ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთვარობასთან მართავდა შეხვდერებს, მხარს უჭერს ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითად პარამეტრებს.


“თუმცა მათ მოითხოვეს, რომ კოდექსის მიღება 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდეს, რაშიც ჩვენ არ ვეთანხმებით”, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა და აქვე დასძინა, “როგორც დაგეგმილია, ერთბაშად მოხდება საგადასახადო სისტემის მთლიანად შეცვლა”.


ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით მოქმედი 21 გადასახადიდან მხოლოდ 9 მათგანი შენარჩუნდება. გადასახადების მექანიკურ შემცირებასთან ერთად გათვალისწინებულია დარჩენილი გადასახადების განაკვეთების შემცირებაც. კერძოდ, დღეს მოქმედი 33%-იანი სოციალური გადასახადი 20%-მდე შემცირდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე დაიკლებს, ასევე დაგეგმილია დღგ-ს 20%-დან 18%-მდე შემცირება.

Back to top button