
“ხალხის გაზეთის” რედაქტორი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს
გორში დამოუკიდებელი გაზეთის “ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი შიდა ქართლის საოლქო პროკურორთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დღეს, გორის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან გაანთავისუფლა.
საოლქო პროკურორის დავით წითურიას განცხადებით, განთავისუფლება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის პროცესუალური გარიგების საფუძველზე მოხდა. გარიგებითი სამართლის საფუძველზე კონკრეტულად თუ, რაზე შეთანხმედნენ მხარეები, არ ხმაურდება.
გარიგების შესახებ ინფორმაციას უარყოფს თავად რევაზ ოქრუაშვილი და აცხადებს, რომ არანაირი გარიგება არ მომხდარა.
სასამართლოს დღევანდელი განაჩენი, რევაზ ოქრუაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
გაზეთის რედაქტორი სამართალდამცავებმა ნარკოტიკების რეალიზების მოტივით 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირკალი ოქრუაშვილის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე დააკავეს. დაკავების მომენტში მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
4 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ოქრუაშვილს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მთავარი რედაქტორის დაკავებას არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თავად რევაზ ოქრუაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებდა. “გაზეთში იბეჭდებოდა კომპრომატები მიხეილ ქარელის[შიდა ქართლის გუბერნატორი] მიმართ, რომელიც ამხელდა მას მთელ რიგ უკანონო ქმედებებში“, დასძინა სასამართლო პროცესის შემდეგ რევაზ ოქრუაშვილმა.