ახალი ამბები

სააკაშვილმა და პაუელმა სამხრეთ ოსეთის საკითხზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის საუბრის მთავარი თემა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები იყო.


“ჩვენი პოლიტიკა ნათელია. ჩვენ გვსურს რეგიონის დემილიტარიზაცია, დემოკრატიზაცია და დიალოგის გამართვა, მათ შორის რუსეთთანაც“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


მისი თქმით, საქართველოს ინტერესებში არ შედის კონფრონტაცია. “ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ კონფრონტაცია და აშშ-ის ადმინისტრაციის დახმარების დიდი იმედი გვაქვს “, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 


თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს დაძაბულობის განმუხტვაში. “ვფიქრობ, ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ამას დიპლომატიური გზით“, აღნიშნა მან.


“ჩვენი სურვილია სიტუაციის განმუხტვა, დაძაბულობის შემცირება და დიალოგის დაწყება“, დასძინა კოლინ პაუელმა.

Back to top button