
ახალი ამბები
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ცსკ-ომ ორი პრეზიდენტობის კანდიდატი გაატარა რეგისტრაციაში
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი პრემიერი ანრი ჯერგენია და ოპოზიციური მოძრაობა “აიტაირას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატთა შორის ასევე მოიაზრებიან ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარას“ მიერ წარდგენილი ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი სერგეი ბაგაბში და დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა.
თვითაღიარებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს არის დანიშნული.