ახალი ამბები

ედუარდ კოკოითი: ჟვანიას დამატებითი ქართული ძალების გაყვანის შემდეგ შევხვდები

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მზად არის შეხვდეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იმ დამატებით სამშვიდობო კონტიგეტს გაიყვანს, რომლის განლაგებაც კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის შემდეგ მოხდა. ამის შესახებ დღეს ედუარდ კოკოითმა რუსულ ტელეკომპანია “НТВ“-ს განუცხადა.
 
ედუარდ კოკოითმა ასევე განაცხადა, “ქართულ მხარეს  შეხვედრის თაობაზე არაფერი უცნობებია”.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის მიზნით ცხინვალის რეგიონში ჩასვლას გეგმავს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელსაც თან ეხლდება უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი.


“კოკოითისგან ველოდებით პასუხს ჩვენს წინადადებაზე შეხვედრასთან დაკავშირებით”, განაცხადა 3 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა.

Back to top button