ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია: ოს სეპარატისტებს პირდაპირი დიალოგის ფორმატს შევთავაზებთ

დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა მის მოსალოდნელ შეხვედრაზე “ოსი სეპარატისტების ლიდერებთან”.


“ჩვენ ოსი სეპარატისტების ლიდერებს პირდაპირი დიალოგის გზას შევთავაზებთ კონფლიქტის მოსაგვარებლად”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და აქვე დასძინა, “ჩვენი საბოლოო ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რის მიღწევასაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევეცდებით”.


ჟვანიას განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულია ეუთოს კონტიგენტის გაზრდით ცხინვალის რეგიონში.


ამ და სხვა პრობლემურ თემებზე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან სასაუბროდ დღეს ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში როი რივი ცხინვალს ეწვევა.


ჟვანია-კოკოითის შეხვედრა კი კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.



 

Back to top button