ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონო შემოჭრისთვის გემებს ცეცხლს გავუხსნით

3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ყველა გემს, რომელიც უკანონოდ დაარღვევს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც საზღვრის დაცვის პარტული ამა წინათ მოექცა გემს, რომელმაც დაარღვია საქართველოს საზღვაო სივრცე”.


30 ივლისს ქართველმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს თურქულ კატარღას, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით მიცურავდა და გაფრთხილების მიუხედავად არ დაემორჩილა მესაზღვრეთა მითითებებს. ამ ინციდენტის გამო თვითგამოცხადებულმა აფხაზეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.


“ყველა გემს, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით იმოძრავებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას ტერიტორიულ წყლებში გადაადგილების დროს, ცეცხლს გავუხსნით; ამას რუსი ტურისტების გასაგონადაც ვაცხადებ”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ისიც საქართველოს ხელისუფლების თანხმობით მიეცემათ გემებს აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების უფლება.

Back to top button