
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს უცხოური გემების დაცხრილვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აძლევს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ოფიციალური თბილისის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესული გემების მიმართ “ცეცხლის გახსნას და მათ ჩაძირვას” ეხება.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, დაუყონებლივ იქნება აღკვეთილი“, ნათქვამია განცხადებაში.
3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ყველა გემს, რომელიც უკანონოდ დაარღვევს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც საზღვრის დაცვის პარტული 30 ივლისს მოექცა გემს, რომელმაც დაარღვია საქართველოს საზღვაო სივრცე”.
“ამას რუსი ტურისტების გასაგონადაც ვამბობ“, დასძინა პრეზიდენტმა.
“ეს განცხადებები მიმართულია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც სოჭიდან სოხუმში საზღვაო გზით გადადიან, რუსეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ დაისვენონ იქ, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.