ახალი ამბები

ე.წ სამხრეთ ოსეთი მათ მხარეს მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 1 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ოსი ეროვნების ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
 
“ჩვენი [ოსური] მხრიდან არ არიან არც მოკლულები და არც დაჭრილები“, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, 1 აგვისტოს  კონფლიქტის ზონაში ოსური მხრიდან წამოწყებულ სროლებს ქართველებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ქართველი პოლიციელი და ექვსი ოსი კი გარდაიცვალა.

Back to top button