ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარას სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა, რაც აჭარაში იმყოფება. დღეს ბათუმში იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ მთავრობას შეხვდა.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარის მოსახეობის წინაშე მდგარი პრობლემები. “აჭარაში არსებულ პრობლემებზე სერიოზულად უნდა დავკავდეთ და შევძლოთ მათი მოგვარება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
აჭარის ახალი მთავრობა უმაღლესმა საბჭომ 30 ივლისს დაამტკიცა.

Back to top button