
ახალი ამბები
პრეზიდენტი სააკაშვილი არაოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ გამთენიისას გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია “სივილ ჯორჯიას” პრეზიდენტის პრეს-სამსახურში მიაწოდეს.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ ვისთან გამართავს შეხვედრებს მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ვიზიტის დროს.
პრეზიდენტი ამერიკაში ხუთ დღეს დაჰყოფს და საქართველოში 8 აგვისტოს დაბრუნდება.