
პარლამენტი პრეფიციტური ბიუჯეტის განხილვას იწყებს
დღეს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დადგინდა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც პარლამენტი 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებსა და დამატებებს განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში 30 ივლისს შეიტანა.
ბიუჯეტის ცვლილებებს, რომელიც დამტკიცებული 1,7 მილიარდიანი 2004 წლის ბიუჯეტის 228 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს, საპარლამენტო კომიტეტები მიმდინარე კვირაში განიხილავენ, ხოლო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, კვირის ბოლოს ჩატარდება საფინანსო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა.
საბოლოოდ ბიუჯეტში ცვლილებებს, რომელსაც თბილისში მყოფი სავალუტო ფონდის მისია დადებითად აფასებს, რიგგარეშე სესიაზე პარლამენტი 13 აგვისტოსთვის განიხილავს და დაამტკიცებს.
ამ ეტაპზე დეპუტატები აპროტესტებენ იმ მცირე თანხებს, რომელიც გაზრდილ ბიუჯეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მიწისძვრით დაზარალებულთათვის არის გათვალისიწნებული.