ახალი ამბები

ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართა

ცხინვალში 31 ივლისს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართა. ქართულ მხარეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა წარმოადგენდნენ.


 


მოლაპარაკებების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგუშაგო გახსნან ცხინვალის მახლობლად, რეგიონში ბოლო დროს მომატებული სროლების თავიდან ასაცილებლად.


 


“ამჟამად ცხინვალსა და თამარაშენს შორის განლაგებული საგუშაგო სამხრეთ ოსურ მხარეს აქვს დაკავებული. შევთანხმდით, რომ მათ რუსი და ქართველი სამშვიდობოებიც შეუერთდებიან, რათა ერთობლივად მოხდეს სიტუაციის გაკონტროლება“,  განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.



 



 

Back to top button