ახალი ამბები

ევროკავშირი თბილისს და ცხინვალს დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. 

„მოვუწოდებ მხარეებს გამოჩინონ თავშეკავება და  აღადგინონ მშვიდობიანი გარემო, კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით“ – ნათქვამია ხავიერ სოლანას მიერ 14 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში.

იგი მწუხარებას გამოთქვამს კონფლიქტის ზონაში ბოლო პერიოდში ინტენსიური სროლების შედეგად დაღუპულების გამო და აცხადებს, რომ მხარეებმა უნდა დაიცვან 13 აგვისტოს  მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

Back to top button