ახალი ამბები

რუსეთი ადასტურებს იარაღის შეტანის ფაქტს ცხინვალის რეგიონში

რუსული მედიის ცნობით, 21 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად  დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჯავშანტექნიკის 40-მდე ერთეული იქნა შეყვანილი. 


“კონფლიქტის ზონაში 22 BMP-2-ის ტიპის სამხედრო მანქანა და 18 ჯავშანმანქანა იქნა შეყვანილი სამხრეთ ოსეთის სამშვიდობოებისთვის, რომლებიც ერთიან სამშვიდობო ძალებში არიან გაერთიანებულნი [ისევე როგორც ქართული და რუსული მხარეები]“, განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა “ინტერფაქსს“.  “ეს შეიარაღების გეგმიური როტაციაა“, დასძინა მან.


ოფიციალურ თბილისს ამ დადასტურების თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


თუმცა, დამატებითი შეიარაღების შეტანამ კონფლიქტის ზონაში 20 ივლისს საქართველოს მთავრობის შეშფოთება გამოიწვია.


თავდაპირველად რუსულმა მხარემ, რომელსაც კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მეთაური სვიატოსლავ ნაბზდოროვი წარმოადგენს, 20 ივლისს განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ძველ შეიარაღებას ახლით ცვლიან; თუმცა, მას არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღი სამხრეთ ოსეთის მხარეს ეკუთვნოდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button