ახალი ამბები

ქართული მხარე რუსული ჰუმანიტარული ტვირთის გატარების მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს

15 ივლისს საქართველოს ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან იქნება რუსული ჰუმანიტარული ტვირთის განბაჟებისათვის საჭირო თანხები დაფარული.


ქართულმა მხარემ 13 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააკავა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ჰუმანიტარული ავტოკოლონა, რომელიც შვიდი სატვირთო მანქანისაგან შედგებოდა და განკუთვნილი იყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის.


ქართული მხარე ტვირთის დაკავების მოტივად ასახელებდა იმას, რომ რუსებმა ვერ წარმოადგინეს ჰუმანიტარული ტვირთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამდენად, მასზე ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული განბაჟების პროცედურები სრულად უნდა გავრცელებულიყო.


შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის “კეთილი ნების საფუძველზე” განბაჟებისთვის საჭირო თანხები პრეზიდენტის ფონდიდან იქნება გადახდილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button