ახალი ამბები

ცხინვალი თბილისის ჰუმანიტარულ აქციებს პოპულიზმს უწოდებს

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოპულისტურ ქმედებად აფასებს ქართული მხარის მიერ ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განხორციელებულ სხვადასხვა ჰუმანიტარულ ინიციტივებს. კერძოდ, ოსი პენსიონერებისთვის პენსიების დარიგებას, მოსახელობისთვის სასუქისა და ფქვილის გაცემას და დასასვენებლად ოსი ბავშვების ჩაქვში [აჭარის ტერიტორიაზე] გაგზავნას.
 
“ეს აქციები არ არის სანქცირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ და მასში მონაწილეობას არ იღებს ოსი მოსახლეობა. არც ერთ ოს პენსიონერს არ მიუმართავს პენსიის ასაღებად ქართული მხარისთვის და არც ოსი ბავშვები წასულან დასავენებლად“ , ნათქვმია 18 ივნისს ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ურჩევს იმ შემთხვევაში, თუ მომავალშიც დააპირებს ოსურ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას, იმოქმედოს მოლაპარაკებების ფორმატის და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში.
 
საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ოსურ სოფელში დარიგდა სასუქი, ფქვილი, ასევე გაიცა პენსიები. მიმდინარე კვირას კი ოსი ბავშვები დასავენებლად ჩაქვში გაემგზავრნენ

მსგავსი/Related

Back to top button