ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძიმბას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი გაგულია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
 
“ჩემი თანამდებობიდან წასვლა შემოდგომაზე აფხაზეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისს უკავშირდება, რომელშიც მე არ ვმონაწილეობ, რადგან ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ უნდა ჩაერიონ არჩევნებში”,  განაცხადა გენადი გაგულიამ 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
 
იგი არარეალურს  უწოდებს გასულ კვირას მოძრაობა “ამცახარას“ და “ერთიანი აფხაზეთის“ მოთხოვნას  აფხაზეთის ხელისუფლების გადადგომის თაობაზე. გაგულიას თქმით, მათი მოთხოვნა განპირობებულია არა იმით, რომ მათ არ მოსწონთ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, არამედ მათ სურთ არჩევნებში კონურენტების ჩამოცილება. 
 
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების სამმა წარმომადგენელმა თანამდებობა 15 ივნისს დატოვა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, ვიცე-პრემიერმა ასტამურ ტარბამ და სახელმწიფო უშიშრეობის სამსახურის უფროსმა გივი აგრბამ თანამდებობები ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გარი აგრბას მკვლელობის გამო დატოვეს. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძიმბამ 18 ივნისს  დააკამყოფილა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button