ახალი ამბები

საქართველო ენერგოობიექტების პრივატიზაციას სიფრთხილით უყურებს

ქართული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მსხვილი ენერგოობიექტების პრივატიზაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაც გამოთქვამს სურვილს საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციები ჩადოს.


ბრიუსელში ვიზიტის დროს ზურაბ ჟვანიამ 17 ივნისს განაცხადა, რომ ენერგოობიექტების პრივატიზაციის დროს “პოლიტიკური რისკი“ უნდა გამოირიცხოს. ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ენერგოსექტორში “მაღალკონკურენტიანი გარემო“ უნდა შეიქმნას.


ივნისის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ არ მოხდებოდა მდინარე ენგურზე მდებარე ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია.


მისი თქმით, ასევე არ მოხდებოდა კონფლიქტების ზონაში განთავსებული სხვა ჰიდროელექტროსადგურების პრივატიზაცია.

მსგავსი/Related

Back to top button