ახალი ამბები

სააკაშვილი გაკოტრებულ “რუსთავი 2“-ს მხარს უჭერს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივნისს მხარდაჭერა აღუთქვა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ს, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ შეუძლია 5 მილიონი ლარის დავალიანების დაფარვა.


“ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავიცვათ ნებისმიერი სატელევიზიო კომპანია გაკოტრებისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის ვალი გააჩნია მას“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივნისს.


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ასევე საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატასაც ხელმძღვანელობს , პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერია. მან სასამართლოს 8 ივნისს მიმართა თხოვნით “რუსთავი 2“-ის გაკოტრების საქმის წარმოებაში მიცემის თაობაზე.


“რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, კომპანიას მხოლოდ 3.8 მილიონი ლარი გააჩნია და არ შეუძლია 9.2 მილიონი ლარის დაგროვილი დავალიანების დაფარვა. ამ თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 4.6 მილიონ ლარს აღწევს.


სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, “რუსთავი 2“-ის კრედიტორთა სხდომა 28 ივნისს არის დაგეგმილი.


“გაკოტრების საქმეთა წარმოების” კანონის მიხედვით, მევალეებთან მოურიგებლობის შემთხვევაში, რაც არსებულ დავალიანებასთან შედარებით ნაკლები თანხის გადახდას გულისხმობს, კომპანია საბოლოოდ გამოცხადდება გაკოტრებულად და მისი ქონების გაყიდვის გზით დარიგდება გადასახდელი ვალები.

მსგავსი/Related

Back to top button