ახალი ამბები

მთავრობამ ბიუჯეტის გაზრდის თხოვნით მიმართა პარლამენტს

საქართველოს მთავრობამ 17 ივნისს პარლამენტს წარუდგინა პროექტი “2004 წლის ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე”, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლების 200 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 10 ივნისს მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენისას კანონმდებლებს განუცხადა, რომ ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის დაფიქსირებული დინამიკა “იძლევა იმის წინაპირობას ივნისის თვეში პარლამენტს ბიუჯეტის ზრდის მოთხოვნით მივმართოთ”.

Back to top button