ახალი ამბები

რკინიგზას დსთ-ს ქვეყნების მიმართ 6,8 მლნ-ის დავალიანება გააჩნია

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა 16 ივნისს განაცხადა, რომ რკინიგზა მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფება.
 
მისი თქმით, რკინიგზის დავალიანება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების მიმართ დაახლოებით 6,8 მილიონ დოლარს აღწევს. ვალები 1998 წლიდან დაგროვდა.


ამ ვალების შესახებ იყო საუბარი ტაშკენტში დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა რკინიგზების ხელმძღვანელების ერთობლივ სხომაზე, რომელიც 9-11 ივნისს გაიმართა და რომელსაც დავით ონოფრიშვილიც დაესწრო.


“ეს ვალები რკინიგზის დეპარტამენტში ყოფილი ხელმძღვანელობის არასწორი პოლიტიკის გამო დაგროვდა, საქართველოს ამ ვალის დაბრუნება მოუწევს“, განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.


მარტო რუსეთის მიმართ საქართველოს რკინიგზის დავალიანება დაახლოებით 2,4 მილიონი დოლარს შეადგენს.


ტაშკენტში რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელ ვალერი ფადეევსა და დავით ონოფრიშვილს შორის მიღწეული შეთანხმებით  ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული ვალების საკითხებზე იმუშავებს. 

Back to top button