
ევროკავშირი საქართველოსადმი დახმარებას აორმაგებს
ევროკავშირის 15 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია 2004-2006 წლებში 150 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება საქართველოს.
“დახმარება მიმართული იქნება საქართველოში იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფის შედეგად უნდა განხორციელდეს ცალკეული რეფორმები”, ნათქვამია ევროკავშირის მიერ 15 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
ევროგაერთიანების ჰუმანიტარულ ოფისის ჰუმანიტარული დახმარებისა და ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხების ჩათვლით, ევროკავშირის 2004-2006 წლებში საქართველოს მიმართ გასაწევი დახმარება მთლიანობაში 164 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“ეს ნიშნავს ევროკავშირის დახმარების ორჯერ გაზრდას გასულ სამ, 2001-2003 წლებთან შედარებით”, ნათქვამია პრეს-რელიზში.
16-17 ივნისს ბრიუსელში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირიც თანათავმჯდომარეობს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანია წარადგინა ის პრიორიტეტული დარგები, რომელთა დასახმარებლად საქართველო დონორებისგან 2004-2006 წლების განმავლობაში 480 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.