ახალი ამბები

პარლამენტმა 2005 წლის საკუთარი ბიუჯეტი დაამტკიცა

15 ივნისს პარლამენტმა 110 ხმით, ერთხმად დაამტკიცა 2005 წლის პარლამენტის ბიუჯეტი, რომელიც 16 751 900 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიერ ერთი თვის განმავლობაში მზადდებოდა, 2004 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი.


ბიუჯეტის გაზრდა დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ხელფასების ზრდით და ასევე სხვადასხვა ტიპის ხარჯების ზრდით არის განპირობებული.


თებერვალში საქართველოს კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის ფორმირებისას მთავრობისაგან ავტონომიურობა ენიჭება და თავად განსაზღვრავს საკუთარი ბიუჯეტის ოდენობას და სახსრების განაწილებაზეც თავად იღებს გადაწყვეტილებებს, პარლამენტმა პირველად დაამტკიცა ავტონომიური ბიუჯეტი.

მსგავსი/Related

Back to top button