ახალი ამბები

გეგუთის ციხის ადმინისტრაციას თანამდებობები დაატოვებინეს

გეგუთის სასჯელაღსრულების მკაცრი და საერთო რეჟიმის მე-8 დაწესებულების ციხიდან პატიმრების გაქცევის გამო დღეს დირექტორი ამბერგი რობაქიძე და მისი მოადგილე დაკავებული თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს. სამსახური ასევე დატოვა ციხის 7-მა თანამშრომელმა.
 
გეგუთის ციხიდან 41 პატიმრის გაქცევა 15 ივნისს გვიან ღამით მოხდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პატიმრებმა გაქცევის დროს მძიმედ დაჭრეს ციხის გუშაგი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
 
სამართალდამცავმა ორგანოემბა ჯერ-ჯერობით 6 გაქცეული პატიმრის დაკავება შეძლეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, გაქცეულ პატიმრებს ორი დღის ვადა მისცა ნებაყოფლობით დასაბრუნებლად. ასეთ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილის დაპირებით პატიმრებზე დამატებითი სასჯელი არ გახორციელდება.

მსგავსი/Related

Back to top button