ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუქმდა

15 ივნისს პარლამენტმა სამივე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები “მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ინფრაქსტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო.


უკვე გაუქმებული სამინისტროს ფუნქციები, რომელიც კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებს უკავშირდება, გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს.


ამასთან, ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სულუხია ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

მსგავსი/Related

Back to top button