ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს ოსეთის კონფლიქტურ ზონაში მიღწეული შეთანხმებების დაცვისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ხელი შეუშალეს თბილისის გეგმების განხორციელებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების შეყვანას ითვალისწინებდა.


“14-15 ივნისის ღამეს საქართველოს შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები იქნა  გადასროლილი კონფლიქტის ზონაში. ჯარების უკან გაყვანა მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ მოხერხდა”, ნათქვამია განცხადებაში.


მოსკოვი თბილისს დაძაბულობის ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებს და 2 ივნისს შერეულ ოთხმხრივ კომისიაზე მიღწეული შეთანხმებების დაცვისკენ მოუწოდებს.

მსგავსი/Related

Back to top button