ახალი ამბები

აჭარაში 108 ათასმა ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია

დღეს აჭარის 275 ძირითად და 26 დამატებით საარჩევნო უბანზე გამოიკვრება ამომრჩეველთა სიების ნაბეჭდი ფორმები, რისი საშულებითაც ამომრჩეველი საკუთარი თავს სიაში გადაამოწმებს. საარჩევნო სიის ფორმირების პირველი ეტაპი 13 ივნისს დასრულდა მას შემდეგ, რაც 108 ათასმა ამომრჩეველმა გაიარა წინასაარჩევნო რეგისტრაცია.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით არჩევნების დღეს, 20 ივნისს გაიმართება რეგისტრაცია, რათა მათ ვინც სიაში არ არის არჩევნებში მონაწილეობის საშულება მიეცეს.


დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აჭარაში 250 ათასი ბიულეტენი ჩაიტანეს, რაც დღემდე დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ორჯერ აღემატება.


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 144 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მმართველობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე 300 ათასამდე ამომრჩეველი ფიქსირდებოდა ხოლმე ოფიციალურ დოკუმენტებში.



 


 

მსგავსი/Related

Back to top button