ახალი ამბები

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების სამმა წევრმა თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რამდენიმე მინისტრმა დღეს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო სააგენტო  “აფსნიპრესი“ ავრცელებს.


თანამდებობები დატოვეს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასტამურ ტარბამ, საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი შამბამ  და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა გივი აგრბამ.


გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა თანამდებობები ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გარი აიბას მკვლელობის გამო დატოვეს.


ჯერ-ჯერობით მინისტრების განცხადებები თანამდებობის დატოვების შესახებ არ დაუკმაყოფილებია პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჯიმბას.  


გარი აიბა გასულ კვირას დაუდგენელმა პირებმა საკუთარი სახლის წინ ავტომანქანაში ცეცხლასაროლი იარაღით დაჭრეს, მოგვიანებით კი იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი/Related

Back to top button