ახალი ამბები

სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დღეს სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ბრიუსელში დელეგაცია რეფორმებისა და განვითარების გეგმის შესახებ დონორთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობს.


საქართველოს მთავრობა დონორ ქვეყნებს წარუდგენს ქვეყნის განვითარების 2004-2006 წლების სამოქმედო გეგმას.


ვიზიტის დროს დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის კოორდიანტორთან კარლოს პასკუალთან. მეორე დღეს ზურაბ ჟვანია ევროპული პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოვა, შემდეგ კი ნატოს გენერალურ მდივანს იააფ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება.


ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე და მთავრობის სხვა წევრები. 

მსგავსი/Related

Back to top button