ახალი ამბები

გეგუთის ციხიდან 41 პატიმარი გაიქცა

ქუთაისის მახლობლად მდებარე გეგუთის ციხიდან გვიან ღამით 41 პატიმარი გაიქცა. ადგილზე უკვე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. ქუთაისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინსიტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ სამი გაქცეული.


ირაკლი ოქრუაშვილი გაქცეულ პატირმებს ორი დღის ვადას აძლევს ციხეში დაბრუნებისთვის. “ვინც ამ პერიოდში დაბრუნდება პირადად მე პირობას ვაძლევ, რომ არ მოხდება მათ მიმართ დამატებითი სადამსჯელო სანქციების გატარება“, განაცხადა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ეთერში შინაგან საქმეთა  მინისტრმა.


მისი თქმით, გაქცულ პატიმართა შორის მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს მხოლოდ ხუთი პატიმარი იხდიდა.
 

მსგავსი/Related

Back to top button