ახალი ამბები

საქართველოს ელჩმა რუსეთში შესაძლოა უზენაეს სასამართლოს უხელმძღვანელოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 ივნისს განაცხადა, რომ მას სურს საქართველოს ელჩი რუსეთში კოტე კემულარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშნოს.


“მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ ვიპოვეთ მისი [კოტე კემულარიას] შემცვლელი რუსეთში. ამჟამად ჩვენ რუსეთთან საკმაოდ დინამიური ურთიერთობები გვაქვს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 11 ივნისიდან ვაკანტურია, მას შემდეგ რაც ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია თანამდებობიდან გადადგა.


“უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ უნდა განაგრძოს რეფორმები სასამართლო სისტემაში და აღმოფხვრას ყველა ის ნაკლოვანობები, რომლებიც ამჟამად სასამართლოებში არსებობს“, დასძინა სააკაშვილმა.  


 

მსგავსი/Related

Back to top button