ახალი ამბები

საქართველო დონორებს 480 მილიონ აშშ დოლარს სთხოვს

დონორთა კონფერენცია, რომლის თანათავმჯდომარეები ევროკომისია და მსოფლიო ბანკია, საქართველოს დახმარების მიზნით იქნა მოწვეული და 16-17 ივნისს ბრიუსელში მიმდინარეობს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კონფერენციაზე წარმოადგენს რეფორმისა და განვითარების პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოამზადა. ამ გეგმის ფარგლებში იგი ასევე თხოვნით მიმართავს დონორებს, რომ წარდგენილი პრიორიტეტები 2004-2006 წლის განმავლობაში 480 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდეს საქართველოში.


საქართველოს მთავრობა საგარეო დახმარებას წარმართავს ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაციაზე, ბიუჯეტის დახმარებისკენ, მმართველობისა და ანტიკორუფციული საქმიანობისაკენ, სიღარიბის დაძლევის, ინფრაქსტრუქტურის რეაბილიტაციის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროგრამებისაკენ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეინტეგრაციული პროცესების მხარდასაჭერად. 

მსგავსი/Related

Back to top button