ახალი ამბები

ეუთო ცხინვალში დამატებითი შეიარაღების კვალს ვერ პოულობს

მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ იარაღით დატვირთული სატვირთო მანქანები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შევიდა, საქართველოში ეუთოს მისიამ 12 ივნისს რეგიონში სიტუაციის მონიტორინგი განახორციელა და ცხინვალის რეგიონში ზედმეტი შეიარაღების რაიმე ფაქტი ვერ აღმოაჩინა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იარაღით დატვირთული  160-170 სატვირთო მანქანა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდა.


თუმცა, ეუთოს მისიამ, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაშია ჩართული, განაცხადა, რომ დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს რაიმე ფაქტი, რაც დაადასტურებდა არასანქცირებული სამხედრო აღჭირვილობის არსებობას ცხინვალის რეგიონში.


ეუთოს მისიის მიერ 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონიტორინგი რუსეთის, საქართველოსა და ოსურ მხარეთა მიერ შემდგარი ერთობლივი სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებლებმა განახორციელეს ეუთოს წარმომადგენელთან ერთად.


„ეუთოს მისია კვლავ მოუწოდებს მხარეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი, რათა არ მოხდეს  სიტუაციის ესკალაცია და გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button