ახალი ამბები

თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ორდღიანი საპასუხო ვიზიტით თბილისში ჩამოდის. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებებს ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button