ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსგან ცხინვალთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ ცხინვალთან 2 ივნისს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის გამო.


“საქართველომ არ გააუქმა თავისი საგუშაგოები კონფლიქტის ზონაში, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა. უფრო მეტიც, ხდება ამ საგუშაგოების გაძლიერება დამატებითი ძალებით“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამგვარი ქვედებები ეწინააღმდეგება რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული და ქართული მხარეები მხარს უჭერენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მზად არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად.   


რუსეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ურთიერთპატივისცემის და 2 ივნისს მიღწეული შეთანხმების უპირობო შესრულების გზით.


 

მსგავსი/Related

Back to top button