ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აჭარაში განხორციელებულ დევნას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მხარდამჭერ მაღალჩინოსანთა დაპატიმრების ფაქტები დაგმო.


„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამგვარი ფაქტების გამო, განსაკუთრებით იმ მრავალრიცხოვანი დაპირებების ფონზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იძლეოდა აჭარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომ იგი არ დაუშვებდა დევნასა და რეპრესიებს რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა შეშფოთება ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის დაკავების თაობაზე. სამინისტროს განცხადებით, “ამავე დროს ცენტრალური ხელისუფლება ემზადება აჭარაში იმ საწარმოებისა და ობიექტების კონფისკაციისთვის, რომლებიც არასანდო ელემენტების მფლობელობაშია”. 


ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასლან აბაშიძისადმი ლოიალურად განწყობილი რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ყველა მათგანს ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button