ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბათუმში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივნის გიორგი სულხანიშვილის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი დღეს ბათუმში აპირებს ჩასვლას.


თავდაპირველად მას შეცდომა მოუვიდა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი გეგმავდა ბათუმში ჩასვლას. 


პრეზიდენტის პრეს-მდივნის განცხადებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც აჭარაში არსებული სიტუაცია იქნა განხილული.  


იგორ ივანოვი გასულ ნოემბერსაც ეწვია საქართველოს და შუამავლის როლი შეასრულა მაშინდელ ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილსა და ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის, რასაც შედეგად ამ უკანასკნელის გადადგომა მოყვა. გასულ ნოემბერს იგორ ივანოვს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button