ახალი ამბები

ასლან აბაშიძე: აფეთქებულ ხიდებს ავაშენებთ

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 4 მაისს გვიან ღამით აჭარის ტელევიზიის ეთერით საუბრისას განაცხადა, რომ ავტონომისს ხელისუფლება 2 მაისს აფეთქებულ ყველა ხიდს აღადგენს.


„ხვალ [5 მაისს]ცეცხლაურის ხიდი აღსდგება, 7 მაისისთვის კი ქაქუთის ხიდი. ჩვენ ჩოლოქის მდინარეზეც აღვადგენთ ხიდს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.


2 მაისს აბაშიძის სპეცრაზმმა აჭარაში დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ააფეთქა. ასლან აბაშიძემ ამ ფაქტს თავდაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიება უწოდა რეგიონში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი შეჭრის წინააღმდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button