ახალი ამბები

აჭარის ხელისუფლება „არასანქცირებულ“ აქციებს გმობს

აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება არ დაუშვებს საპროტესტო აქციებს აჭარაში საგანგებო მდგომარეობის დროს.


აჭარის უშიშროებამ 30 აპრილს ბათუმში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც რამოდენიმე ადამიანი დაშავდა.


„აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამგვარად, ჩვენ გამოვიყენეთ ძალა არასანქცირებული აქციის დასაშლელად. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილენი [აჭარის] უზენაესი სასამართლოს შენობაში აპირებდნენ შეჭრას“, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ 30 აპრილს აჭარის ტელევიზიის ეთერით.


საპროტესტო აქციის მონაწილენი აჭარის ლიდერისგან პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას ითხოვდნენ. 


 

მსგავსი/Related

Back to top button