
ახალი ამბები
ფოთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს ფოთში ფართომასშტაბიანი წვრთნები „დიოსკურია 2004“ დაიწყო, რომელიც 2 მაისამდე გაგრძელდება.
წვრთნებში ჯავშანტექნიკის 40-მდე ერთეული, სანაპირო დაცვის კარატღები და საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნებში ჩართულია 2000-მდე ოფიცერი, მათ შორის „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ჯარისკაცები.
წვრთნების სცენარის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ნავთობსადენი ტერორისტული თავდასხმებისგან, ასევე უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება და გაანადგურონ ნარკოტიკების გადამამუშავებელი მინილაბორატორიები.