ახალი ამბები

აბაშიძემ არმიის რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა

აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის განკარგულების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება მიმდინარეობს.


განკარგულების თანახმად, აჭარაში უშიშროების საბჭოს რაიონული გამყოფილებები შეიქმნება, რომლებიც უზრუნველყოფენ „არმიის რეზერვისტების მობილიზებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვას და ავტონომიურ რესპუბლიკაში წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიამ 27 აპრილს.


განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია. ეს ღომისძიებები მიზნად ისახავს რეგიონში სამოქალაქო კონფრონტაციის თავიდან აცილებას“.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს როსტომ ჯაფარიძეს განკარგულების განხორციელება დაევალა.  

მსგავსი/Related

Back to top button