ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში არ შეუშვეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე 27 აპრილს აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეუშვა.


სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის მაღალმთიანი სოფლებისთვის განკუთვნილი სასუქით დატვირთულ რამდენიმე სატვირთო მანქანას მიაცილებდა.


თუმცა, მანქანების კოლონა აჭარის ხელისუფლებამ რეგიონის ტერიტორიაზე არ შეუშვა საგანგებო მდგომარეობის მოტივით.


„საგანგებო მდგომარეობის გამო აჭარაში სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამგვარად, ჩვენ მინისტრს შევთავაზეთ მას შემდეგ შემოიტანოს ტვირთი აჭარაში, როცა სიტუაცია სტაბილური გახდება“ – განუცხადა აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ როსტომ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 

მსგავსი/Related

Back to top button