ახალი ამბები

ბუშმა და პუტინმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის 26 აპრილს სატალეფონო საუბარი შედგა.


თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სკოტ მაკკლენანმა 26 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ორმა პრეზიდენტმა საქართველოში არსებული სიტუაციაც განიხილეს. თუმცა, ვაშინგტონის წარმომადგენელმა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.


ამავე დროს, ამერიკაში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 26 აპრილს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში აჭარაში არსებული სიტუაციაც იქნებოდა განხილული.


 

მსგავსი/Related

Back to top button